მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

 
სამგორის რაიონში მაშველებმა მდ. მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  მათივე ცნობით, ​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა. მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. ​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი - 40 მაშველი.