მასკი ქმნის რობოტს, რომელიც თქვენ ნაცვლად „მოსაწყენ საქმეებს“ გააკეთებს
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ჰუმანოიდ რობოტ Tesla Bot-ს შექმნის. მისი პროტოტიპი შესაძლოა უკვე 2022 წელს გაჩნდეს, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში, Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
Tesla Bot აწყობილია იმავე ჩიპებსა და სენსორებზე, რომლებსაც Tesla -ს ავტომობილები ავტონომიური მართვისათვის იყნებენ.
ანთროპომორფული რობოტი სრულად მუშაობს ავტონომიურ კომპიუტერზე Dojo, ასევე ნეირონულ ქსელზე, რომლებსაც გარემოს ამოცნობა და მასში ორიენტირება შეუძლია. Tesla Bot-ის სიმაღლე იქნება 172 სანტიმეტრი, წონა - 57 კილოგრამი. სახის ნაცვლად ექნება ეკრანი, რომლზეც სასარგებლო ინფორმაცია გამოისახება. ის შეძლებს საათში დაახლოებით 8 კმ/ს-ს განვითარებას. Tesla ისეთ რობოტს ქმნის, რომ ადამიანებმა მისი მორევა ან მისგან გაქცევა შეძლონ, - წერს CNBC.
ილონ მასკის თქმით, რობოტი „მოსაწყენ საქმეებს“ გააკეთებს, ისეთებს, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად ეზარებათ. მაგალითად, მაღაზიიდან პროდუქტს მოიტანს. მასკმა აღნიშნა, რომ დასაწყისში, რობოტმა შესაძლოა არ იმუშაოს ისე, როგორც ჩაფიქრებულია.
პრეზენტაციაზე რობოტი მის ტანისამოსში გამოწყობილმა მსახიობმა წარადგინა, რომელიც ენერგიულად ცეკვავდა Lil Nate Dogg-ის სიმღერაზე „Everywhere“.