მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი იცვლება
საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი იცვლება. ცვლილება 16 ივნისიდან ამოქმედდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხის გამოანგარიშებისას, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად გათვალისწინებული იქნება დანამატები.
ამ დრომდე პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის გაცემა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით ხდებოდა.