მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია

 
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია. ხუთეულის წევრები არიან: გიორგი ჭაუჭიძე - მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი; ნათია კურტანიძე - გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვეშის, საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი; მაია მენაბდე - ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „შპს განათლება", ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თამარ ადამია - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერისა და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი.  ქეთევან მერებაშვილი - გეოგრაფიის პედაგოგი სკოლა ლიცეუმში „პრომეთე”. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, გლობალური კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.