მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ - წულუკიანი

 
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დაბოქლომების“ სერიას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი არასერიოზულია . „ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესია რასაც თვალს ვადევნებთ.  როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.         გუშინ დედაქალაქში დაწყებულმა, ადმინისტრაციულ შენობებზე და სამაჟორიტარო ბიუროებზე „ბოქლომის დადების“ აქციებმა, უკვე რეგიონები მოიცვა. რეგიონებში „ბოქლომის დადების" აქციები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს​