„მძიმეა იმის მოსმენა, რომ გაბუნია განიხილება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად“ - NGO-ები ზურაბიშვილს მიმართავენ

 
ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს მიმართავენ. წერილის ავტორები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე განხილვისას გაითვალიწინოს მისი შეხედულებები ქალთა საკითხების მიმართ. წერილის ავტორების განცხადებით, მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოაჩინა. NGO-ების განცხადებით, მათ სურთ შეახსენონ ზურაბიშვილს როგორც ქალ პრეზიდეტს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. „2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.