„მედეა“, თინა დალაქიშვილის მონაწილეობით, ლოკარნოს ფესტივალში მონაწილეობს
ამ კვირაში ლოკარნოს კინოფესტივალზე ალექსანდრ ზელდოვიჩის „მედეას“ პრემიერა გაიმართა. რუსი რეჟისორის ფილმი ძირითად კონსკურსში მონაწილეობს.
მოქმედება ხდება თანამედროვე ისრაელში. ეპიზოდური დათოვლილი რუსეთიდან, რომელიც კოლხეთის როლს ასრულებს, მედეა შეყვარებულთან ერთად გარბის და გზად ძმას კლავს.
დღევანდელ იასონს ჰქვია ალექსეი, რომელიც მედეას სიტყვების თანახმად, „ძალიან სიმპათიური და მდიდარია“, ბეტონს ყიდის, აპირებს ნანო-ტექნოლოგიების ბიზნესში გადასვლას - ხოლო ისრაელში საცხოვრებლად იმიტომ გადადის რომ ებრაელია, იქ კი ბიზნესის კეთება უფრო იოლია. ის ეს-ესაა ყოფილ ცოლს გაშორდა, რომელიც მართლმადიდებლობამ და პატრიოტიზმმა გაიტაცა.
დღევანდელ მედეას კი არაფერი ჰქვია, რადგან ფილმში ამბავს სწორედ ის გვიყვება, ამიტომ მის გმირს სახელი არ სჭირდება. განათლებით ქიმიკოსია, პროფესიით - საყვარელი, ასევე ორი შვილის დედა, რომლებიც თან მიჰყავს ალექსეისთან ერთად გაქცევისას.
ის, რომ ფილმში მედეას როლს ქართველი მსახიობი ქალი (თინა დალაქიშვილი) ასრულებს სრულად გამართლებულია, - წერენ კრიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ ეს „მისი ფილმია“ და ასეც უნდა იყოს. მედეა სიუეჟეტია ქალის შესახებ, რომელიც ინიციატივას ართმევს სიბერისკენ მიმავალ ყოფილ გმირს და სასტიკად იძიებს შურს საკმაოდ საყოველდღეო ღალატისათვის. დალაქიშვილი აქ შიშვლდება, დაკავებულია სექსით, გაჰკივის, ხარხარებს, გონებას კარგავს, ლაპარაკობს მონაცვლეობით ყველა ენაზე; მისი გააფთრებული ტემპერამენტი ამარცხებს ალექსეი-იასონის დადებით, მაგრამ მიმქრალ და ყალბ იერს.
„მედეა“ - მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია და ზოგიერთი მონაცემით, ХХ და ХХI საუკუნეში - ყველაზე ხშირად ადაპტირებული სიუჟეტი. ორ სქესს შორის მუდმივი ომი ამ ისტორიაში იმდენად მკვეთრად და წინააღმდეგობრივადაა გამოხატული, რომ ის შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ფემინისტური (ქალი მოღალატე კაცს უჯანყდება) ან პირიქით, მიზოგინური (ქალი, როგორც შვილების მკვლელი). უფრო მნიშვნელოვანი თემა დღეს კაცობრიობისათვის, როგორც ჩანს, არ არსებობს.
ფილმის თიზერის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.