მეგობარი ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წელი მიუსაჯეს

 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ სისტემურ ფიზიკურ ძალადობასა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ა. 2018 წლის 3 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარ ქალს, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. თ.ა.-ს მიერ განხორციელებული სისტემური ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა თ.ა. 2018 წლის 2 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 126 მუხლის  12  ნაწილით;  1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,  111-115 პირველი ნაწილით და 111-151 პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.