მერაია ქერის კონცერტის გამართვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს
საქართველოში, შესაძლოა, მერაია ქერის კონცერტი გაიმართოს - ამის შესახებ „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, მომღერლის ჩამოყვანის საკითხი ჯერ მოლაპარაკების პროცესშია.
„რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით BLACK SEA ARENA-ზე?“, - ამ შინაარსის გამოკითხვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Black Sea Arena-მ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნეს. გამოკითხვისას დასახელებულ ვარიანტებში შემდეგი მომღერლები იყვნენ: მერაია ქერი, უილ სმიტი, Earth, Wind and Fire, შადე, კაილი მინოუგი, სტინგი, Depeche Mode“, Moby, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და ჯესი ჯეი.
გასულ წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო.