მერია პეკინის ქუჩაზე ველობილიკების მოწყობას გეგმავს
გზის საფარის აღდგენის შემდეგ პეკინის ქუჩაზე ტროტუარების 70 სანტიმეტრით გაზრდა და ველობილიკების მოწყობა იგეგმება.
თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოები გრაფიკით გათვალისწინებული ვადის სრული დაცვით მიმდინარეობს.
სამუშაოებს მონიტორინგს მე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში, შტაბში თუ ადგილზე მისვლით ვუწევ, იმ ოპერატიული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც საჭიროა სამუშაოების გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასასრულებლად,“ - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
მერიის განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ასევე განახლდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.