მერია ყოფილი თანამშრომლისთვის პარიზში სწავლის ხარჯების დაფინანსების საკითხს იკვლევს

 
თბილისის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მელია აცხადებს, ნარმანიამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა (გამოეყოს 5 400 ლარი) სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა - „[ნარმანიამ] იქვე აღნიშნა - პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო". თბილისის მერია, აღნიშნულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, რომელშიც აღნიშნავს, რომ თანხა მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად გაიცა. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსების მიზნით, შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებებს განიხილავს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შუამდგომლობს მერთან კონკრეტული მოქალაქისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე. 2015 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდა  2 553 განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია". ნიკა მელიას განცხადებით, 2015 წელს თბილისის მერიამ/გამგეობებმა უამრავ სტუდენტს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე (მათ შორის სოც. დაუცველ სტუდენტებს) და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, შესაბამისად, ისინი საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ვეღარ იღებენ. 'მოქალაქე თ.გერგედავას საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯ...