მეტროს ცენტრალური ხაზი ამუშავდა
თბილისის სატრანსპორტო კომოპანიის ინფორმაციიით, ამჟამად მეტროს ცენტრალური ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ „ლიბერალს“ უთხრეს. შეფერხება 10-15 წუთი გაგრძელდა.
„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემადგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით შეფერხდა. საბურთალოს ხაზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში" - ამბობენ კომპანიაში.