მეცნიერებმა მამონტების ყოფის შესახებ ახალი დეტალები გაარკვიეს
მეცნიერებმა ბეწვიანი მამონტის შუანი გააანალიზეს იმისთვის, რომ მისი გადაადგილების მანძილი გაეზომათ. აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის განმავლობაში, მან დაახლოებით 70 ათასი კილომეტრი გაიარა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწას ორჯერ შემოუარო ეკვატორით. კვლევა ჟურნალში Science გამოქვეყნდა.
ბეწვიანი მამონტები დღევანდელი სპილოების წინაპრები არიან. ისინი პლეისტოცენის დროს ჩრდილოეთ ველებზე ბინადრობდნენ.
კვლევა მეცნიერებს დაეხმარათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად მოძრავები იყვნენ ეს უძველესი არსებები.
მამონტის შუანი ხის რკალებს ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ ის ცხოველის ცხოვრების ისტორიას ასახავს. გარდა ამისა, ზოგიერთი ქიმიური ელემენტი, რომელიც ცხოველის სიცოცხლისას შუანში ხვდება, შესაძლოა იმ გეოგრაფიულ ადგილებს ასახავდეს, სადაც ის იმყოფებოდა.
ამ მონაცემების თანახმად, მეცნიერებმა მამალი მამონტის მოგზაურობის ისტორია გაარკვიეს, რომელიც 17 ათასი წლის წინ ალასკაზე ცხოვრობდა. მისი ფრაგმენტები შტატის ჩრდილოეთით, მთიანი ბრუქსის ქედთან ახლოს აღმოაჩინეს.
კვლევა მამონტების გაქრობის შესაძლო მიზეზსაც ასახავს. ცხოველებისათვის, რომლებიც ამხელა ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, გამყინვარების პერიოდის ბოლოს, მათი ცხოვრების ბუნებრივ ადგილებში, მდელოებზე, ტყეების „შეჭრამ“, დამატებითი პრობლემა შექმნა. მამონტებს გაუჭირდათ საკვების მოპოვება, მაშინ როდესაც თავად მათზე მტაცებლები სულ უფრო ხშირად ნადირობდნენ.