მეუფე იაკობი: თუ ვინე რამეს აშავებდა, შეიძლება, გავყაროთ საზღვარგარეთ

 
ეს არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები - ასე აფასებს მეუფე იაკობი წერილს, რომელიც, „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, სავარაუდოდ გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა.  შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის შესახებ, იაკობი პასუხობს, „მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ მეუფეს, თურმე, მილიონებთან ჰქონია კავშირი". „ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდედის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?!" - ამბობს მეუფე იაკობი.  საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მამალაძის დაკავების შესხაებ პატრიარქმა იცის, თუმცა პროკურატურის ბრალდებების შესახებ მისთვის არ უთქვამთ.  „რომ ჩამოვალთ, ჩვენც ჩავებმებით გარკვევაში, რაღაცების საქმის კურსში ვართ. თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩება უყურადღებოდ. ჩემი აზრით, არ შეიძლება ვინმეზე ხელის დაფარება. უწმინდესის ხასიათი ვიცი და იტყვის, ვაპატიოთ ყველას. შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ" - ამბობს იაკობი.  მისი თქმით, ციხისთვის ყველა ეცოდებათ და უფრო მძიმეა, როცა სამშობლოში ვერ დასაფლავდება ადამიანი.  „რუსთავი 2“ წერილს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს გადაუგზავნა