მიღებულია გამოსახულებები, რომლებზეც შავი ხვრელების მოქმედებაზე დაკვირვება შეიძლება
ასტრონომებმა გამოაქვეყნეს ჩვენი პლანეტის მიღმა არსებული გალაქტიკების გამოსახულებები, რომლებიც დღემდე მიღებული ფოტოებიდან ყველაზე დეტალურია.
გამოსახულებები შეიქმნა რადიოტელესკოპ Low-Frequency Array-ის (LOFAR დაბალსიხშირიანი საანტენო ბადე) მიერ მოგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თითქმის ათწლიანი მუშაობის შემდეგ.
LOFAR-ი – 70 ათასზე მეტი არცთუ დიდი ზომის ანტენების ქსელია. ისინი 9 ევროპულ ქვეყანაშია განთავსებული. ცენტრია ჰოლანდიურ ქალაქ ეკსლოში.
ჩვეულებრივ, მხოლოდ ნიდერლანდში განთავსებული ანტენების სიგნალები კომბინირდება და ამგვარად იქმნება რადიოტელესკოპი შემგროვებელი „ლინზით“, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 120 კილომეტრია.
მეცნიერებმა, გამოიყენეს რა ყველა ევროპული ანტენის სიგნალი, ამ „ლინზის“ დიამეტრი, თითქმის 2000 კილომეტრამდე გაზარდეს, რაც უზრუნველყოფს სარეზოლუციო უნარების 20-ჯერ გაზრდას. ახალ გამოსახულებებს ძალიან მაღალი რეზოლუცია აქვს და გალაქტიკების შიდა მოწყობას უპრეცედენტოდ დეტალურად აჩვენებენ.
ბევრ გამოსახულებას შეუძლია წარმოდგენა შექმნას შავი ხვრელების როლზე ვარსკვლავებისა და პლანეტების ჩამოყალიბებაში. მკლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ახალი შესაძლებლობა შეცვლის ჩვენს წარმოდგენას გალაქტიკების ევოლუციის შესახებ.