მიხეილ-გელა სალუაშვილი მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

 
მიხეილ-გელა სალუაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს" ინფორმაციით, სალუაშვილი კანდიდატად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა.  მათვე თქმით, იგი შუალედური არჩევნებისათვის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის პირველი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატია. პარტია ვებგვერდზე უთითებს, რომ მათი მიზანია „​როგორც ისტორიული სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის აღდგენა-დამკვიდრება; ასევე ​საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის: ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება".