მინსკის კინოფესტივალზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა

 
ოსკარზე წარდგენილმა  „ქვიარ" თემატიკაზე შექმნილმა ქართულ-შვედურმა დრამამ „და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის პრემიერაც დღეს თბილისში აქციებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს მორიგი ჯილდო მოიპოვა. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ „Listapad"-ზე ფილმის  მთავარი როლის შემსრულებელმა ქართველმა მსახიობმა, ლევან გელბახიანმა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე ვრცელდება.