მიშკა მგალობლიშვილი: სირცხვილი ყველას, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება სცადა

 
„სირცხვილი ყველას, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება სცადა. ამ ბოროტების წინააღმდეგ ბროძლა ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა“,- ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა, მიშკა მგალობლიშვილმა სააპელაციო სასამართლოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული მიშკა მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი, რეპერი  მიშკა მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას უკავშირებს კლიპს,  რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული. ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა. „ბირჟა მაფიის“ წევრი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა „ბირჟა მაფიის“ წევრი, გიორგი ქებურია სამართალდამცავებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო შსს-მ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს ვუკავშირებ დაკავებას - ოჯახის ახლობელი