მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მუშის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

 
ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მუში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მამაკაცს გეორადარით ეძებენ. მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“ - 1 აპრილს, 19 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია „სოლიდარობის ქსელმა“ დაგეგმა.    ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილთაგან ერთის ცხედარი იპოვეს ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური