მიუნხენში რკინიგზის სადგურზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
DW-ს ცნობით, ამ წუთებში მიუნხენში, უნტერფერინგის რკინიგზის სადგურზე მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
შენობა ევაკუირებულია. პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა როგორც AFP ( Agency France Press) იუწყება, დაშავებულთა რაოდენობა ბევრად მეტია.
სამართალდამცავების განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიუნხენის პოლიციის გარდა, სპეცოპერაციაში მონაწილეობს გერმანიის ფედერალური პოლიციაც.