„მხედვარის“ ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

 
სტრიმინგულმა სერვისმა Netflix-მა „მხედვარის“ მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა. მულტფილმის სახელწოდებაა „მგლის კოშმარი“. ის ჰენრი კავილის მონაწილეობით გადაღებული სერიალის პრიკველია. სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა მხედვარი ვესემირი, რომელიც მრავალი წლის შემდეგ გერალტის მოძღვარი ხდება. ვესემირმა ჯადოქარ ტეტრა გილკრესტთან ერთად უნდა  გააქარწყლოს ეჭვები მისი თანამებრძოლი მხედვრების მიმართ და გაანადგუროს სანადიროდ გამოსული ურჩხულები. „მგლის კოშმარზე“ სამხრეთკორეული სტუდია Studio Mir-ი მუშაობდა. ფილმის პრემიერა 23 აგვისტოს იგეგმება. სერიალ „მხედვარის“ მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი 17 დეკემბერია.