მნიშვნელოვანი ინვესტიცია შენს ცხოვრებაში როგორ შევიძინოთ ბინა?
დილის პირველი ემოციები, საუზმობა, საღამოობით ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობა, ტელევიზორის ყურება ან მარტო ყოფნა, ყველა ემოციას ის კედლები იტევს და ინახავს სადაც იღვიძებ და იძინებ.
სახლი ერთი დიდი ჯადოსნური ყუთია, რომელიც მოგონებებს, მიზნებს, განცდებსა და შენს ყოველდღიურ მდგომარეობას, იქნება ეს რთული თუ კარგი, საგულდაგულოდ ინახავს.
ბინის ყიდვა ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში, თუმცა ეს არ არის მარტივი პროცესი.
ბინის შეძენას განაპირობებს როგორც ფინანსები, ასევე იურიდიული და ემოციური ფაქტორიც.
მოდი განვიხილოთ ბინის ყიდვის ძირითადი ეტაპები:
》პირველ რიგში რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრა. გაქვს თუ არა დანაზოგი პირველი შენატანისთვის? როგორ და რამდენის გადახდა შეგიძლია? გჭირდება თუ არა იპოთეკური სესხი?
და თუ სესხს იღებ მაშინ უნდა განსაზღვრო თუ როგორ შეძლებ დიდი ხნის მანძილზე მუდმივად დაფარო ფინანსური ვალდებულებები? რამდენის გადახდას შეძლებ თვიურად?
გაითვალისწინე, რომ სესხის დამტკიცებას მეტწილად შენი საკრედიტო ისტორიაც განსაზღვრავს.
》შენთვის შესაფერისი იბინის პოვნის რამდენიმე გზა არსებობს:
პლატფორმები, სადაც ანთავსებენ გასაყიდ ბინებს, დახურული ჯგუფები, აგენტებთან თანამშრომლობა.
》ხომ იცით, რომ ბინის ფასს განსაზღვრას მისი ადგილმდებარეობაც, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ქალაქის რომელი უბანი არის შენთვის პრიორიტეტული და რატომ? ან როგორ ირჩევ უბანს - ბინის ფასის მიხედვით თუ განვითარებული ინფრასტრუქტურით, მშვიდი და უსაფრთხო გარემოთი, ქალაქის ცენტრთან სიახლოვით თუ ბუნებასთან ახლოს ყოფნით?
ასევე რომელ კორპუსში ყიდულობ ბინას? ძველი აშენებული, ახალ აშენებული თუ მშენებარე? გაითვალისწინე რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბინის ფასზე.
》ბინის შეძენამდე აუცილებელია შეამოწმო მისი იურიდიული მხარეც. უნდა გაარკვიოთ, ქონება რეგისტრირებული არის თუ არა რეესტრში ან ხომარ არის ბინა იპოთეკით დატვირთული, დავაში ან დავალიანებაში?
გაარკვიეთ ინფორმაცია მფლობელზე და იმაზე აქვს თუ არა გაყიდვის უფლება, რადგან არ აღმოჩნდეთ თაღლითობის მსხვერპლი.
ვინაიდან ბინის შეძენის დროს ბევრი უკვე გახდა თაღლითობის მსხვერპლი და დაკარგეს თანხები, უმჯობესია ბინის ყიდვის მთლიან პროცესში იურისტი იყოს ჩართული. თქვენც მშვიდად იქნებით და ყველაფერი გაცილებით მარტივად ჩაივლის.
》არ აქვს მნიშვნელობა ბინას ძველ კორპუსში ყიდულობთ თუ ახალში, ან ძველი თუ ახალი რემონტით, აუცილებელია მისი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.
არ ენდოთ სხვის სიტყვებს, რომ ყველაფერი გამართულია, ამაში თქვენით უნდა დარწმუნდეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე ელექტროობასა და გაზს ეხება.
》თუ კი ბინის შესაძენად საკმარისი ოდენობის თანხა არ გაქვთ ესეიგი ბინას იპოთეკით ყიდულობთ.
იპოთეკურ სესხს ყველა ბანკი სხვადასხვა პირობით სთავაზობს მომხმარებელს შესაბამისად თქვენ თქვენზე მორგებული პირობებით უნდა იპოვოთ შეთავაზება და სწორედ იმ ბანკთან ითანამშრომლოთ.
თანამშრომლობამდე კარგად გაარკვიეთ და დააზუსტეთ:
•პირველადი შენატანის ოდენობა,
•საპროცენტო განაკვეთი,
•სესხის ვადა,
•თვიური შენატანის ოდენობა,
•გადახდის მოქნილობა,
•ეფექტური ხარჯი.
ვინაიდან იპოთეკური სესხი გაიცემა 10-30 წლამდე ვადით, მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ თქვენს გადახდის უნარიანობაში და გქონდეთ გეგმა ბ. ან და აიღოთ კერძო იპოთეკური სესხი
》არასდროს მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, მხოლოდ იმიტომ რომ ერთი შეხედვით ბინაც და პირობებიც მისაღებია.
კარგად დაფიქრდით, რადგან ეს არის ადგილი სადაც თქვენი ცხოვრება უნდა გაატაროთ.
უნდა გქონდეთ ბინის რამდენიმე ვარიანტი და შეადაროთ ერთმანეთს ადგილმდებარეობა, კვადრატულობა, ბინის მდგომარეობა, საბანკო პირობები.
》ბინის ყიდვისას მნიშვნელოვანია ხელშეკრულება ეგრევე გაფორმდეს, არანაირი გადადება და ხვალისთვის გადატანა.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ნოტარიუსთან. ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ ბინის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში.
ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენს ცხოვრებაში. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი არსებული მდგომარეობის კარგად შეფასება და რისკების გათვლაა საჭირო. იმის მიუხედავად რომ ბინის შეძენა მარტივი ამბავი არ არის, მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე პროცესს, რაც საქმეს უფრო გაგიადვილებთ.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გახადეთ ბინის შეძენის პროცესი სასიამოვნო.