მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად - კილაძე
„ამ საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ, როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, პატივს ვცემთ ხალხის აზრს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, საქართველო ასევე ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად“.
სოფო კილაძის კომენტარს ტელეკომპანია „მაესტრო" ავრცელებს: