მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები საზმაუზე აღარ გავა

 
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელში "ლიბერალს" განუცხადეს, მომავალი სეზონიდან მათთან აღარ გავა. სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი ზურაბიშვილის თქმით, ამის მიზეზი ის ტენდერია, რომელიც  მაუწყებელმა ვერ მოიგო. "აღმოჩნდა, რომ silk tv -მ მეტის გადახდა შეძლო" - ამბობს ზურაბიშვილი. silk tv - მ ამ ტენდერით, საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ტურნირის ტრანსლირების უფლება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოიპოვა. შეგახსენებეთ,  ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მაუწყებელი 2018 წელს სპორტული არხის გაშვებას გეგმავდა.