მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

 
მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 400-მდე მსურველს მიიღებენ.  პირველ ეტაპზე, სამინისტრო დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებით შესთავაზებს. პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ; პროგრამაზე რეგისტრაციის, დაშვების წინაპირობები და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.vet.emis.ge