მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა
მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი 5 ივნისს ოფიციალურად გახდა. ოფიციალური ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.
„მონტენეგროს ნატოში გაწევრება სიგნალს აძლევს სხვა სახელმწიფოებს, ვინც ორგანიზაციის წევრობისკენ ისწრაფვიან, რომ თუკი ქვეყანა რეალურ რეფორმებს ახორციელებს, ავითარებს დემოკრატიას, აძლიერებს მართლწესრიგს, სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს და წვლილი შეაქვს ჩვენს თავდაცვაში, მასაც შეუძლია ალიანსში გაწევრიანება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.