მოსახლეობის 47% გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს, 67% კი - პოლიციისას - NDI

 
NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას მოსახლეობის 47% კარგად ან ძალიან კარგად აფასებს. შსს-ს საქმიანობის შეფასება შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს (გიორგი გახარიას) საქმიანობას? 6% პასუხობს: ძალიან კარგად; 41% - კარგად; 18% - ცუდად; 5% - ძალიან ცუდად; 29% - არ ვიცი; 1% - უარი პასუხზე. გახარიასთან შედარებით, მოქალაქეები უფრო პოზიტიურად (67%) აფასებენ პოლიციის საქმიანობას. შეკითხვაზე - როგორ შეაფასებდით საქართველოში პოლიციის საქმიანობას? 7% - ძალიან კარგად; 60% - კარგად; 18% - ცუდად; 3% - ძალიან ცუდი; 12% - არ ვიცი; 0% - არ ვიცი; აღსანიშნავია, რომ შეკითხვაზე, ბოლო 10 წელიწადში, როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? მოსახლეობის 18% პასუხობს, რომ გაუმჯობესდა; 32% პასუხობს, რომ იგივე დარჩა; 43%-ის აზრით, გაუარესდა; 7% პასუხობს - არ ვიცი _______________________ კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.