„მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი", - საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს. სამსახურის ცნობით, დღეს, 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია; „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება; აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე, გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - ნათქვამია განცხადებაში.