მოსამართლე: სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ, დაუდგენელ პირებთან ერთად
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მოსამართლემ, ნინო სანდოძემ განაცხადა, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად . მისივე ცნობით, გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი შიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამარლოში ერთი თვის ვადაში.
„სასამართლომ შეაფასა გ.ბ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც, ამ ნაწილში სასამართლომ სასჯელი გ.ბ.-ს დაუმძიმა“,- განაცხადა სანდოძემ.