მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აქციების შემდეგ 1756 ადამიანი დააპატიმრეს

 
ალექსეი ნავალნის მიერ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ორგანიზებულ კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ბოლო მონაცემებით, მოსკოვში 866, სანკტ-პეტერბურგში კი 890 ადამიანი დააპატიმრეს. დაკავებულთა შორისაა აქციის ორგანიზატორი და ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელსაც სასამართლომ, სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.