მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

 
ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.  ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ მარიტას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა.