მსგავსი ტექნიკური ხარვეზი Facebook-ს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია - BBC

 
Facebook გუშინ მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობდა. BBC-ის ცნობით, ეს ერთ-ერთი მასშტაბური შეფერხება იყო.  ასეთი მასშტაბის ხარვეზი Facebook-ს ბოლოს 2008 წელს ჰქონდა, როცა მისი მომხმარებელი 150 მილიონს აღწევდა. დღეს კი ყოველთვიურად ამ აპლიკაციას 2.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.  ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.  „გვაქვს ინფორმაცია, რომ მომხმარებლის ნაწილი Facebook-ის აპლიკაციას სრულყოფილად ვერ იყენებს. ვმუშაობთ, რომ ხარვეზი აღმოფხვრათ“ - განაცხადეს გუშინ კომპანიის წარმომადგენლებმა.  მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი კიბერშეტევას არ გამოუწვევია.  BBC-ის ცნობით, აპლიკაციების შეფერხების შემდეგ twitter-ზე  ჰეშთეგი  #FacebookDown  და  #InstagramDown მომხმარებლებმა 150 000-ჯერ გამოიყენეს.