მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება 240 - ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს, 1. უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.