მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5 პროცენტით გაზრდას ელის, იანვარში კი 5.2-ს პროგნოზირებდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მსოფლიო ბანკი ეკონომიკის 4%-იან ზრდას 2018 წელს ელოდება, 2019 წელს კი საქართველოს პროგნოზი 4.5%-ია.
მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 1,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 2,7%-ით, რუსეთის 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,5%-ით.