მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) 14 ივნისს გამოსცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.
WBO-ს რეზოლუციის გასაჩივრება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაშია შესაძლებელი.
როგორც WBO-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რადგანაც ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და გაუქმდა 8 ივლისს დაგეგმილი ორთაბრძოლა, რომელიც ლონდონში უნდა გამართულიყო, ამიტომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდა.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.