მთაწმინდის მე-16 უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

 
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მე-16 უბანზე „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ  („ქართული ოცნება") გაიმარჯვა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, კახაძემ 289 ხმა მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 246.  27 ბიულეტენი ბათილად ცნეს.  აღნიშნულ საარჩევნო უბანზე სულ 562 ამომრჩეველი მივიდა. ამავე უბანზე პირველ ტურში შალვა შავგულიძემ 206 ხმა მიიღო, ლადო კახაძემ - 184. მე-16 უბანზე პირველ ტურში სულ 518 ამომრჩეველი მივიდა.  მთაწმინდის საარჩევნო ოლქში სულ 31 უბანია.