მთაწმინდის ოლქის #1 უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის N1 უბანში ხმების უმრავლესობა ლადო კახაძემ მიიღო.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მთავარ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
შალვა შავგულიძე - 208;
ლადო კახაძე - 290.
მთაწმინდის ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია.
არჩევნების პირველ ტურში აღნიშნულ უბანზე ხმების უმრავლესობა შალვა შავგულიძემ მიიღო. ხმები ასე გადანაწილდა: შალვა შავგულიძე - 144; ლადო კახაძე - 134. აღნიშნულ უბანზე პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა 420-მა ამომრჩეველმა მიიღო.
#22 საარჩევნო უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა