მთავრობამ საპატრიარქოს ქუთაისში მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა უსასყიდლოდ გადასცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.
განკარგულებით ირკვევა, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ქუთაისში, თბილისის ქ. №1/დავით აღმაშენებლის მოედანი №1 მდებარეობს.
აღნიშნული განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 13 ივნისს გამოქვეყნდა.