მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებმა მგლების დახოცვის უფლება მიიღეს
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით, ბოლნისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებმა მგლების დახოცვის უფლება მიიღეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მაისამდე გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების შესახებ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 249 მგლის, 135 ტურის, 7 მელიისა და 4 დათვის მოკვლის ნებართვა გაიცა.