მთავრობის განკარგულებით, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა
საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის N1999 განგარგულებით, საქართველოს მთავრობამ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობების მოჭრის ნებართვა გასცა.
დოკუმენტის მიხედვით, მოჭრის ნებართა გაიცა შემედეგ ჯიშებზე:
ა) კაკლის ხე – 47 ინდივიდი;
ბ) ჩვეულებრივი წაბლი – 397 ინდივიდი;
გ) კოლხური მუხა – 105 ინდივიდი;
დ) უთხოვარი – 3 ინდივიდი;
ე) მცირენაყოფიანი ბალამწარა – 4 ინდივიდი.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ხეების მოჭრის უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიიღო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით.
განკარგულებით კომპანია ვალდებულებას იღებს, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.