მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საახალწლოდ პოლიციელების წახალისებისთვის 5 000 000 ლარი გამოიყო

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 000 000 ლარი გამოეყოფა. შსს-ში "ლიბერალს" განუმარტეს რომ თანხა რომლის გამოყოფაზეც მთავრობამ განკარგულება მიიღო საახლწლოდ პოლიციელების პრემიებზე გაიხარჯა.  როგორც საქართველოს მთავრობის №2579 განკარგულებაში წერია, აღნიშნული თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების (მხოლოდ განყოფილების უფროსისა და უფრო დაბალი თანამდებობის პირების) მატერიალური წახალისების მიზნით გამოიყო. მთავრობის შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა.