მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, რომ ძალადობის წახალისება დაუშვებელია - ომბუდსმენი

 
სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა არაერთი სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იყო ძალადობრივი ინციდენტები და მოწოდებები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს, რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა და მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. „მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა: სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.