„მწვანე მუშტის“ აქტივისტები ნიკა ანთიძის პრესკონფერენციაზე შეიჭრნენ

 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის პრესკონფერენციის მსვლელობისას შენობაში შეიჭრნენ მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტები, რომლებმაც გუშინ სააგენტოს შენობასთან აქცია მოაწყვეს. „მნგრეველო“, „მეცნიერი მონები“, „მოსყიდულები“ - ამ სიტყვებით გააცილეს „კვირას“ პრესკლუბიდან ნიკა ანთიძე. აქტივისტები საყდრისის დანგრევაზე პასუხისმგებლობას ანთიძეს აკისრებენ. ფოტო: kvira.ge