მუშა, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
მუშა, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლიბერალს" საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.