ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

 
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. ის ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. პრემიერ-მინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვრედზე უკვე აიტვირთა. დღესვე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.