„ნაციონალები" რამდენჯერაც შეეცდებიან თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს - კობახიძე

 
„ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში", - განაცხადა კობახიძემ.