ნენსკრა ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 პირი დააკავეს

 
20 მაისს სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე რვა პირი დააკავეს და ზუგდიდში გადაიყვანეს. სოფელ ხაიშის მცხოვრებ ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხი ჭუბერელი, ოთხი კი ხაიშელია.  როგორც "ლიბერალს" შსს-ს წარმომადგენელმა, ნატო ბერძენიშვილმა განუცხადა, რვავე დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მათ ბრალად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ. აღნიშნულები მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ში არ აკონკრეტებენ, სად იმყოფებიან ამ დროისათვის დაკავებულები.  ფოტო: დავით ჭიპაშვილის Faceebok გვერდიდან