„ნენსკრა ჰესისთვის“ კომპანიას ჭუბერში 975 214 კვ.მ. მიწის ნაკვეთები 1 დოლარად გადაეცემა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებისთვის კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ 1 აშშ დოლარად მიწის ნაკვეთები გადაეცემა.
განკარგულების დანართის მიხედვით, აღნიშნული 6 მიწის ნაკვეთები მესტიაში, სოფელ ჭუბერში მდებარეობს.
განკარგულებით, უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება განისაზღვრა.
ანგარიში ნენსკრაჰესზე: სვანები „მკვიდრი მოსახლეობის“ დეფინიციას სრულად არ აკმაყოფილებენ