ნიკა გვარამია დღეს შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
„რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა - ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. მე ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით, თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასამართლოს მეშვეობით”,- განაცხადა გვარამიამ.