ნინო გვენეტაძე: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თქმით, საბჭოს წევრები ცდილობენ, თავმჯდომარეს თავისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინონ. „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება რამდენიმე საკითხმა გამოიწვია. თავდაპირველად საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.
ნინო გვენეტაძის თქმით, მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.